უკრაინულმა ავიაკომპანია FlyUIA -მ თბილისი - კიევი - თბილისის ავიაბილეთებზე სააქციო ფასი გამოაცხადა.
კომპანიის შეთავაზებით, თბილისი - კიევი - თბილისის ავიაბილეთის შეძენა 370 ლარიდან არის შესაძლებელი.
აქცია ძალაშია 2017 წლის 15 ნოემბრამდე. შეძენილი ბილეთების გამოყენება კი, მგზავრს 2018 წლის 24 მარტამდე (გარდა 20.12-12.01) შეუძლია.
შეგახსენებთ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ 1992 წელს დაარსდა და არის უკრაინის წამყვანი ქსელური გადამზიდავი.