აქ იმისთვის ვარ, რომ ევროკავშირის სახელით დაგეხმაროთ მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენაში", - ამის შესახებ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმინისტრმა, ჟან ასელბორნმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟან ასელბორნის განცხადებით, ევროკავშირმა ორი წლის წინ საქართველოში განვითარებული მოვლენების დარეგულირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ ვალდებულება შეასრულოს.
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება უნდა შესრულდეს. აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ ევროკავშირის სახელით მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენაში დაგეხმაროთ", - აღნიშნა ასელბორნმა.