სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის სახელმწიფოში კოლეგასთან - ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან განიხილავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს.
ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.