თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი, სოლისტები საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. 127) წარმოადგენენ ჯუზეპე ვერდის ორ ოპერას. საკონცერტო ვერსიით წარმოდგენილი იქნება _ "ატილა" (19 ივლისი) და "რიგოლეტო" (25 ივლისი).
"ატილას" შეასრულებენ თეატრის სოლისტები _ ლეგი იმედაშვილი, ბესიკ გაბიტაშვილი, მაყვალა ასპანიძე, გიორგი მახარაძე, თამაზ საგინაძე, გია ასათიანი; "რიგოლეტოში" კი იმღერებენ გიორგი მახარაძე, სულხან გველესიანი, ნინო ჩაჩუა, კახაბერ თეთვაძე, ნატალია ვოლჩენკო, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, ირინე მერაბიშვილი, ტარიელ ჭიჭინაძე, იური ასლანიშვილი, ბაჩო ნაკაშიძე. სპექტაკლებს წარუძღვება ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო. დასაწყისი 19 საათზე.