საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თბილისში ევროპის სახლში გამართულ დებატებზე საქართველოს კონფლიქტურ რეგიოენზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის სოხუმისა და ცხინვალის დასაახლოვებლად დიდი როლი სამოქალაქო საზოგადეობამ უნდა ითამაშოს. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს ფესტივალები და აღდგეს კულტურული კავშირები. "სამოქალაქო საზოგადეობას წინ ვერავინ აღუდგება", - განაცხადა კუშნერმა.
"საუკეთესო გზა დაახლოებისკენ არის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიწევს. ძალიან ბევრი რამ კეთდება. ეს კი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ აფხაზეთსა და ოსეთს სურვილი გაუჩნდეს ერთიან საქართველოში ცხოვრებისა", _ განაცხადა კუშნერმა.