საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშა წარმატებით ვითარდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს სააგენტომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული ქართველი გემთმფლობელის საკუთრებაში არსებული 1 გემი.
გემის სახელი: KING DAVID (ex. C.M. KURIK)
გემის ტიპი: ბუქსირი
IMO No: 9133886
აშენების თარიღი: 1995
რეგ. ტონა : 129
საკლასიფიკაციო საზოგადოება: BUREAU VERITAS
დღესდღეობით საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 23 მცურავი საშუალება არის დარეგისტრირებული და ეს ციფრი იზრდება.