შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქურდული სამყაროს წევრები: ნუგზარ ბუჩუაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, ავთანდილ უგულავა, მერაბ მიქაბერიძე, ალეკო დოლაბერიძე, კობა ჭოლაძე, ელგუჯა ფანცხავა, ემზარ ზურაბიანი, გოჩა ლიპარიძე, თეიმურაზ გურეშიძე, გოჩა კოპალიანი და ლევან ავალიანი.
სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნული პირები აქტიურ კონტაქტში იმყოფებოდნენ ამჟამად საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდთან", კოსტა ბობოხიძესთან მეტსახელად "ძაკუნიასთან"'და ბელგიაში მყოფ "კანონიერ ქურდთან", ჯეირან კინწურაშვილთან. სატელეფონო ზარების საშუალებით, ისინი უკავშირდებოდნენ ეჭვმიტანილებს და ითხოვდნენ ე.წ მაზავშიკების '' მიერ უკანონოდ მოგებული თანხების წილებს. ასევე, ერთერთ ადგილობრივი ბიზნესმენისაგან ითხოვდნენ წილის მათზე გადაცემას და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლით.
მათგან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვდასხვა სახის საბრძოლო მასალები.