ბელორუსის პარლამენტის წინაშე არ დგას ამოცანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა ან მათი აღიარება მაინცდამაინც მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდინოს. ეს განცხადება დღეს ბელორუსის პარლამენტის საერთაშორისო და დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა გააკეთა.
"საკითხი ასე არ დგას, ჩვენ არ ვსაუბრობთ ვადებზე",_ აცხადებს მასკევიჩი კიხთვაზე პასუხის გაცემისას _ მოხდება თუ არა მიმდინარე წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ბელორუსის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბელორუსი ამ საკითხს სპეციალურად ევროკავშირთან და რუსეთთან ვაჭრობის მიზნით იყენებს. ამის დასტურად ქართველი ექსპერტები ამ დილიდანვე ბელორუსი პარლამენტარების მიერ სხვა და სხვა შინაარსის განცხადებების კეთებას ასახელებენ.
თავდაპირველად, ამ დილით, ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ მაკეიმ რადიო "თავისუფლების" ეთერში განაცხადა, რომ ბელორუსის პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს საკითხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და დასძინა, რომ ეს საკითხი პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში უკვე მიმდინარე კვირას შეიძლება შევიდეს. ამასთან ერთად მაკეიმ, იქვე "თავი დაიზღვია" და ასევე განაცხადა, რომ დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანისას აპირებენ საზოგადოების აზრს დაეყრდნონ და დასძინა, რომ "საზოგადოების აზრი ამ საკითხის ირგვლივ არაერთგვაროვანია".
ამის შემდეგ, დღესვე, მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების განხილვის საკითხს მოამზადებს და შემდეგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტების მიმართვას ბელორუსის პარლამენტს გადასცემს განსახილველად.
ამ დროს, როდესაც ოფიციალური ბელორუსის მიერ რამდენიმე საათის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ ბელორუსი პარლამენტარები მართლაც "რამდენიმე დღეში" აღიარებენ საქართველოს ორი სეპარატიტსული რეგიონის დამოუკიდებლობას" ირკვევა, რომ ბელორუსი ამის გაკეთებას არ ჩქარობს.
ბელორუსის პარლამენტის საერთაშორისო და დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბელორუსი პარლამენტარები აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და საქართველოს მონახულებას აპირებენ იმისათვის რათა ადგილზე გაეცნონ სიტუაციას.
"მე პირადად და კიდევ 10 დეპუტატი ნოემბრის თვის მეორე ნახევარში აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ვეწვევით იმისათვის რათა ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას და მივიღოთ ან არ მივიღოთ გადაწყვეტილება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ან არ აღიარების შესახებ",_ აცხადებს მასკევიჩი და დასძენს, რომ ბელორუს პარლამენტართა ვიზიტის დეტალები და პროგრამა ამჯამად ზუსტდება და ისინი იმედს იტოვებენ, რომ "მათ ექნებათ საშუალება ამ ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს, პარლამენტსი წევრებს და მოსახლეობას შეხვდებიან".
ამჟამად კი იგივე მასკევიჩი აცხადებს, რომ "ბელორუსის პარლამენტის წინაშე არ დგას ამონაცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ან მათი აღიარება მაინცდამაინც მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდინოს". მოლედ, ბელორუსი ვაჭრობას აგრძელებს.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ამჟამად მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და რამდენიმე ტერიტორისტულ ორგანიზაციას აქვს აღიარებული.