ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, რუსეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან საქართველო დავიწყებული იქნება.
"რუსეთისთვის საქართველოში გახშირებული ვიზიტების შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ მინიშნებად, მაგრამ ის რაც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ყოველი შეხვედრისას ფიქსირდება, ამას მინიშნება უკვე აღარ ჰქვია. ეს არის ულტიმატუმები. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან დავიწყებული იქნება, რუსეთს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, კლინტონის საქართველოში ვიზიტს ევროპელი მაღალჩინოსნების სტუმრობაც მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სტუმრობს, 14 ივლისს თბილისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერი, 15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი და ლუქსებურგის საგრეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან.