საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი (რომელიც ეყრდნობა GFSM 2001 კლასიფიკაციას) 2018 წელს მშპ-თან მიმართებაში განისაზღვრება 1.6%-ით, ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება მშპ-ის 1%-ზე დაბალ ნიშნულზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ფარლებში ფისკალური ჩარჩოს ინდიკატორად გამოიყენება მოდიფიცირებული დეფიციტი, რომელიც GFSM 2001 კლასიფიკაციისგან განსხვავებით ფინანსური აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებსაც განიხილავს, როგორც დეფიციტის ფორმირების წყაროს. აღნიშნული მეთოდოლოლოგიის თანახმად 2018 წლის დეფიციტი განისაზღვრება მშპ-თან მიმართებაში 3.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 3,5%-ის ფარგლებში), ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შემცირდება 2.5%-მდე.
2017 წლიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია კვლავ გრძელდება და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 24.8%), ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება 20.8%-მდე.
პარალელურად მთავრობის საშუალოვადიან ჩარჩოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მისამართი სახსრების მობილიზება ხორციელდება და ნაერთი ბიუჯეტიდან ამ მიმართლებით 8%-ზე მეტი მიიმართება.