ექსპერტების აზრით, ევროზონის დანგრევა რეგიონის ეკონომიკას ზრდის იმპულსს მისცემდა.
ბრიტანეთის კვლევითი კომპანიის ჩაპიტალ Eცონომიცს-ის ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სავალუტო კავშირის ლიკვიდაცია ევროზონის სუსტ და ძლიერ წევრებს მხოლოდ სარგებელს მოუტანდა, რადგან რეგიონის ეკონომიკის გარდაუვალ რებალანსირებას გამოიწვევდა.
დასაწყისიდანვე ევროზონის შედარებით სუსტი წევრები, PIIGშ-ის ქვეყნები _ პორტუგალია, იტალია, ირლანდია, საბერძნეთი და ესპანეთი ფასების ზრდით ზარალდებოდნენ, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები მათ კონკურენტუნარიანობას ხელს უშლიდნენ. 1999 წლიდან საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და იტალიის კონკურენტუნარიანობა გერმანიასთან შეადრებით ერთი მესამედით დაეცა.
ექსპერტების აზრით, მეორე პრობლემა გერმანიას უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყანას სავაჭრო ბალანსის დიდი აქტიური სალდო გააჩნია, მან შიდა მოთხოვნის გაზრდაზეც უარის განაცხადა, რათა შედარებით სუსტი და ვალებით დამძიმებული ბაზრებისთვის ზრდის სტუმულირებისთვის დახმარებოდა.
ექსპერტების აზრით, თუ ერთიანი ვალუტის ლიკვიდაცია არ მოხდება, კავშირის წევრები ნორმალურ ეკონომიკურ ციკლში ვერ შევლენ. ექსპერეტბის უმრავლესობა თანხმდება, რომ ევროპული ვალუტის კავშირის დანგრევა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო სარწმუნო გახდა, ვიდრე ეს ევროს შემოღების მომენტიდან იყო.