სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საკვების მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, გიორგი მამალაძემ პრეტენზია გამოთქვა სატელეფონო კომუნიკაციასთან დაკავშირებით არსებულ ტექნიკურ ხარვეზზე, თუმცა ის არ შიმშილობს.
„N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულების, მათ შორის, გიორგი მამალიძის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელების დროს, დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ გამოთქვა პრეტენზია. დაწესებულების ხელმძღვანელებმა გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შემოწმების შემდეგ განაცხადეს, რომ ხარვეზი დაკავშირებული იყო ჭარბ ნალექთან და ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება, რის შემდეგაც მსჯავდებული სახალხო დამცველმა ადგილზე მოინახულა. გიორგი მამალაძე, მისივე განცხადებით, არ შიმშილობს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.