„დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვების და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რადგან მას ოჯახთან ტელეფონით დაკავშირების საშუალება არ მიეცა. როგორც ჩანს, სპეციალურად, მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შვილთან დარეკვა სურდა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
„პირველ საათზე შვილისთვის უნდა დაერეკა, რადგან დაბადების დღე აქვს. დარეკვისას დახშული ხმები ისმოდა. მამა გიორგიმ ამის შესახებ ადმინისტრაციაში განაცხადა. მათ კი უპასხეს, ალბათ, ტელეფონი არ იჭერსო. დეკანოზმა ოთხ ნომერზე დარეკა, ოთხივეზე ანალოგიური რამ მოხდა. ბოლოს, ჩემთან დარეკა, ჩემთანაც იგივე განმეორდა, მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, შემოდიო. დილით, 10 საათზე ვიყავი მასთან სულ სხვა საკითხზე შესული, განმეორებით, ამ ამბის გამო უკვე 2-ის ნახევარზე მომიწია შესვლა.
თუ ეს ყველაფერი ზეწოლა არ არის, როცა გეუბნები რომ ოქმში დაწერო, ეს ადამიანი საკვებზე უარს რატომ აცხადებს, კანცელარიაში კი არ უნდა წაიღო, არგუმენტი და მოტივაცია უნდა მიუთითო, თუ რატომ თქვა მან მედიკამენტების და საკვების მიღებაზე უარი“, - აცხადებს რამიშვილი.
თუ რამდენ ხანს მიმართავს დეკანოზი პროტესტის ამ ფორმას, როგორც რამიშვილი აღნიშნავს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად მოხდება ამ ყველაფერზე რეაგირება.
დეკანოზთან შეხვედრაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ის ოქმში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.