ავიაკომპანია airBaltic-მა „მწვანე“ ინიციატივის შესახებ გააჟღერა. ამიერიდან ავიაკომპანიის ბორტგამცილებლები ყოველგვარ დოკუმენტაციას iPad-ების საშუალებით შეავსებენ. ამით ავიაკომპანია ცდილობს ქაღალდზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამციროს და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაც მოახდინოს.
„2014 წელს ჩვენ პილოტებს პლანშეტები დავურიგეთ. ამის დახმარებით მათ სხვადასხვა ინსტრუქციების და საინფორმაციო მასალების ტარება აღარ უწევთ, საუბარია დაახლოებით 10-15 კგ-ზე. შედარებისათვის iPad სულ 0,7 კგ-ს იწონის“, განაცხადა airBaltic ერთ-ერთმა დირექტორმა მარტინ სედლაცკიმ.
ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლით ავიაგადამზიდავმა ბოლო 3 წლის განმავლობაში 6 ქაღალდის ფურცლის დაზოგვა მოახერხა, რაც დაახლოებით 350 ხეა.