უამინდობა ჩინეთში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ძლიერ წყალდიდობას მეწყერიც დაერთო. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ ანკანგს მიაყენა. სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.