შეერთებული შტატები ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და ერაყის ერთიანობას უჭერს მხარს. საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა სანდერსმა გააკეთა. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ქურთისტანის ავტონომიაში გუშინ გაიმართა. წინასწარი შედეგებით, რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა ელექტორატის 93 პროცენტმა მისცა.