ოჩამჩირეში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი ბოევიკები დააჯილდოვეს.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა ბაღაფშმა ჯილდოები იმ ბოევიკებს გადასცა, რომლებმაც თავი სხვადასხვა დროს ქართველებთან ბრძოლაში გამოიჩინეს.
სერგეი ბაღაფშმა რაიონში რუსეთის დაფინანსებით აშენებული სპეცდანიშნულების ცენტრის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერა. ბაზაზე ძალოვანი მინისტრების საგანგებო თათბირიც მოეწყო.
"მინდა მოგილოცოთ ის, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის დახმარებით შევძელით კარგი ცენტრის გახსნა. შევქმენით ბაზა, რომელიც სრულყოფილი არ არის, მაგრამ მალე გახდება. მინდა ხაზი გავუზვა თქვენი სამსახურის მნიშვნელობას. დღევანდელ რთულ დროში, როდესაც მრავალი საფრთხის წინაშე ვიმყოფებით, სპეცდანიშნულების რაზმების მომზადებას რაღა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოვიპოვეთ დამოიუკიდებლობა და ის უნდა დავიცვათ", _ განაცხადა ბაღაფშმა.