სეპარატისტულმა დნესტრისპირეთი სეპარატისტულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წარმოებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადსა და სააქციზო მოსაკრებელს გააუქმებს.
აღნიშნული ზომა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან შეტანილი პროდუქციის მიმართ ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში შეტანისას განხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტები დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტმა უკვე საბოლოო მოსმენით მიიღო და უახლოეს მომავალში ეს ე.წ. კანონპროექტები ე.წ. პრეზიდენტთა იგორ სმირნოვთან შევა ხელმოსაწერად.