რუსული მედია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც თან ყუმბარები და ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდათ.
ოსი სეპარატისტები ასევე იუწყებიანს, რომ საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები ცხინვალის ტერიტორიაზე დააკავეს.
"გუშინ დაახლოებით 23:00 საათზე სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ოთხი არასრულწლოვანი მოქალაქე დააკავეს. ისინი სამხრეთ ოსეთის შსსამინისტროში გადაიყვანეს. საქმის დეტალების გარკვევის შედეგად გაირკვა, რომ ყველა მათგანი გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვდნენ",_ აცხადებენ სეპარატისტები და დასძენენ, რომ დაკავებისას მათ ოთხი ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ. მიმდინარეობს გამოძიება.