რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ("გრუ") ქართველოს მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდახმას არ გამორიცხავს. ეს განცხადება დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა გენერალ ლეიტენანტმა ალექსანდრე შლიახტუროვმა გააკეთა.
"გენშტაბში არ გამორიცხავენ საქართველოს მიერ ახალი შეიარაღებული აგრესიის დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", _ განაცხადა შლიახტუროვმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მზვერავის დღესთან დაკავშირებით.
"საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია დაძაბული რჩება, იმის გამო, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება არა თუ უარს აცხადებს აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, არამედ ყველა საშუალებით ცდილობს ისინი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში, თავისი იურისდიქციიის ქვეშ დააბრუნოს", _ განაცხადა შლიახტუროვმა დასძინა, რომ "თუ ყოველივე ამას დავუმატებთ იმას, რომ სააკაშვილის მეთაურობით არსებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩაფიქრებული ქმედებების წინასწარ გათვლა შეუძლებელია, სავსებით შესაძლებელია, რომ მათ გამოიყენონ სამხედრო ძალა ამ დაუმორჩილებელი რესპუბლიკების დასამორჩილებლად".
"ასე, რომ ჩვენ მოვლენების ამგვარად განვითარებას არ გამოვრიცხავთ",_ დასძინა ალექსანდრე შლიახტუროვმა.