18 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გერმანია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ გერმანიისა და საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე გაკეთდება პრეზენტაციები ორი ქვეყნის სავაჭრო და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე, გაიმართება დისკუსიები საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოჯისტიკური ჰაბის თაობაზე.
ფორუმის მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ შეხვედრები გამართონ გერმანელ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან.
ბიზნეს-ფორუმი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობა.