გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კორუფციის ბრალდებით გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე და ამავე ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე გუშინ დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ და მეწარმეებს ქრთამის სახით სისტემატურად სძალავდნენ თანხას.
დანაშაული თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.