შიდა ქართლში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წუხელ სროლის ხმა ისმოდა.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სოფელ დისევში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისროდნენ.
შროლა ქართული მხარის მიმართულბეით არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, გაუგებრობა ოს სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის მოხდა.
თავად ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ცეცხლის გახსნაში ამjერადაც ქართველ სამხედროებს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დისევის მიმართულებით ქართველები სოფელ მერეთიდან ისროდნენ.