უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების საჭიროების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია და შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ უნდა ჩაატაროს, როდესაც პირობები ამის საშუალებას მისცემს.
„ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი, რადგან ეს განსაკუთრებული დროა... ჩემი აზრით, პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად არჩეული ლიდერია და ნებისმიერი არჩევნები უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც პირობები ამის საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა ჰიპერმა.
პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დროა.
ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად იყენებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს... ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. და შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს“, - განაცხადა ტრამპმა.