პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც მოსკოვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აკრიტიკებს, საქართველო და ჰილარი კლინტონის მიერ და თბილისში გაკეთებული განცხადებები არ ფიგურირებს. შესაბამისად, პოლიტოლოგის აზრით, მოსკოვის აღშფოთება საქართველოს საკითხს არ გამოუწვევია. ამის შესახებ საყვარელიძე "ჯი-ეიჩ-ენს" ესაუბრა.
"არა მგონია, რომ ეს საქართველოს გამო ხდება. ლავროვის კრიტიკაში კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის სიმძაფრე ამის საბაბს იძლეოდა, რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ეს ხაზი არ ამოტივტივდა, როგორც სადისკუსიო წერტილი. იქ მაინც დემოკრატიულ პროცესებზე და ადამიანის უფლებებზეა აქცენტი გაკეთებული", - განაცხადა საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ექსპერტის აზრით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოუგვარებელი საკითხები იმ ზონაშიც კი არსებობს, სადაც მიიჩნევნ, რომ ყველაფერი მოგვარებულია.
"დეპარტმანეტი უფრო მკბენარე აღმოჩნდა, ვიდრე მედვედევის ვიზიტის შემდეგ ველოდით. მემგონი, მაინც არის მოუგვარებელი საკითხები იმ ზონაშიც კი, სადაც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი მოგვარებულია. მოუგვარებელია საკითხები ზოგადად რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში და შესაძლოა ეს მომენტი უწყებების დონზედაც იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
პოსტგადატვირთვის კამპანიის პერიოდში საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის მისამართით ნათქვამ კრიტიკული განცხადებებში ძირითად აქცენტს სახელმწიფო მდივანზე, ჰილარი კლინტონზე აკეთებს, ხოლო შეერთებულ შტატები რუსეთის პრემიერ პუტინს აკრიტიკებს. არც ერთი მხარე ქვეყნის პირველ პირებზე აქცენტის არ აკეთებს. კითხვაზე - ამ გზით ხომ არ ცდილობენ აშშ და რუსეთი ერთიმეორის მმართველ წრეებში განხეთქილების შეტანასა და დასუსტებას - პოლიტოლოგი პასუხობს, რომ შესაძლებელია ასეც იყოს, მით უმეტეს, რომ ამის ისტორიული მაგალითებიც არსებობს.
"ამერიკულ სინამდვილეში შეჩვეული ვართ, რომ ქვეყნის პირველი პირისა და საგარეო უწყების პოლიტიკური სტილისტიკა ყოველთვის არ იყო ერთსა და იმავე პოლიტიკურ ჩარჩოში ჩასმული. შეიძლება ახლაც იგივე რამ ხდება, შეიძლება იგივე რამ ხდება რუსეთშიც. თუმცა ვფიქრობ, აქ უფრო გადატვირთვის პოლიტიკის მორგების პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.