უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმერ კლიჩკომ წიგნი გამოსცა. პრეზენტაცია 29 აგვისტოს ბერლინში გაიმართა. კლიჩკოს ნაშრომი Challenge Management გერმანულ ენაზე გამოიცა. 41 წლის მოკრივემ სპორტული კარიერა უკვე დაასრულა. ის კორპორატიულ დიზაინში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.