მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ფრანგი ანჟელიკ დიუშმანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენმა ვარჯიშის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მაისში დიუშმანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქტომბერში მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.