პრინცესა დაიანას ნათესავების კუთვნილი რუბენსის ნახატი "მთავრსარდალი" "კრისტის" აუქციონზე 9 მლნ ფუნტ სტრელინგად გაიყიდა.
რუბენსის ნამუშევარი, რომელიც სპენსერების ოჯახში ინახებოდა, აუქციონის ტოპ-ლოტად იქცა. ვაჭრობის დაწყებამდე სურათის გაყიდვას 8-12 მლნ ფუნტ სტრელინგად ვარაუდობდნენ. სპენსერების ოჯახმა რუბენსის ტილოსთან გამოთხოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ნორტემპტონშირში, სადაც პრინცესა დაიანაა დაკრძალული, საგვარეულო მამულის რესტავრაციიის დასულებისთვის ფინანსური სახსრები მეიღო.
სხვა მნიშვნელოვან ლოტებს შორის აუქციონზე წარმოდეგნილი იყო ასევე სპენსერების კუთვნილი ჯოვანი გვერჩინოს ნახატი "მეფე დავითი". ფერწერული ტილო 5,2 მლნ ფუნტად გაიყიდა.
სულ აუქციონზე 67-დან 47 ლოტი გაიყიდა. ვაჭრობიდან შემოსულმა თანხამ 42,3 მლნ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.