რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო. ამერიკის ღია პირველობაზე მან მსოფლიოს მეორე ჩოგანი სიმონა ჰალეპი დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა და შარაპოვას გამარჯვებით, 6:4, 4:6, 6:3 დასრულდა. მომდევნო ტურში რუსი ჩოგბურთელი უნგრელ ტიმეი ბაბოშს დაუპირისპირდება.