ნიუ იორკ სიტის ფორვარდი დავიდ ვილია სამწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს. ის მონაწილეობას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებში მიიღებს.
2 სექტემბერს ესპანეთის ეროვნული ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს კი შეხვედრას ლიხტენშტეინთან გამართავს.
„მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვარ, მაგრამ ძალიან ამაყი. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა,“-აცხადებს ვილია. თავდამსხმელმა ესპანეთის ნაკრებში 97 მატჩი ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა.