ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რობერტო კარლოსს სამთვიანი პატიმრობა ელის. მისი დაკავება რიო-დე-ჟანეიროს იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა. როგორც ირკვევა, 44 წლის ფეხბურთელს ყოფილი მეგობარი ქალისთვის, რომლისგანაც 2 ბავშვი ჰყავს, უკვე რამდენიმე თვეა, ალიმენტი არ გადაუხდია. დავალიანებამ 20 ათასი დოლარი შეადგინა, რასაც კარლოსი ფინანსური პრობლემებით ხსნის. სულ ფეხბურთელს სხვადასხვა ქალისგან 9 შვილი ჰყავს.