მადრიდის რეალი შესაძლოა კლუბის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ დატოვოს. ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-მატჩიანმა დისკვალიფიკაციამ ფორვარდი ძალიან გაანაწყენა, თუმცა რა პრეტენზია აქვს მას კლუბის ხელმძღვანელობასთან, ჯერჯერობით უცნობია. დისკვალიფიკაცია რონალდოს ბარსელონასთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო მისცეს. ესპანეთის სუპერთასის მატჩში მსაჯმა მას სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. გაბრაზებულმა რონალდომ რეფერის ზურგში უბიძგა.