14 - 22 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „მტკვარი“ და ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოში შემომავალი აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, ჯ.მ-ს, კ.კ-სა და ს.ჰ-ს კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერებისას, სანადირო თოფის დატენილი გილზები (ჯამში 20 ც.გილზა), 2 ცალი პნევმატური იარაღი, მჭიდი და ვაზნები (ჯამში, 6 ც ვაზნა) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.