ინგლისურმა საფეხბურთო კლუბებმა სატრანსფერო სეზონზე რეკორდული თანხა დახარჯეს. ამის შესახებ სპორტული პორტალი Sportingintelligence.com იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უცხოური კლუბებიდან ფეხბურთელების შესაძენად 1,3 მილიარდი ევრო დაიხარჯა. რეიტინგში პირველ ადგილზე მანჩესტერ სიტი დგას, რომლებმაც ტრანსფერებზე 241,6 მილიონი დახარჯა, მეორე ადგილს 159 მილიონით მანჩესტერ იუნაიტედი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 152,6 მილიონით ევერტონია.