რუსთაველის თეატრის რიგით 131-ე სეზონი დაიხურა.
თეატრისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. თეატრში 8 პრემიერა გაიმართა. სეზონის განმავლობაში თეატრის დასმა 215 სპექტაკლი აჩვენა. წარმოდგენებს 350 000 ადამიანი დაესწრო. ასევე, თეატრმა არაერთ ფესტივალსა და გამოფენას უმასპინძლა.
რუსთაველის თეატრის კოლექტივი უკვე ემზადება ახალი სეზონისთვის. თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუა განცხადებით, იგი ახალ სპექტაკლზე მუშაობას მალე დაიწყებს.