ლონდონის არსენალი უმართავია, რადგანაც კლუბში ფეხბურთელების სიმრავლეა. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რამდენიმე მოთამაშე უნდა გავყიდოთ, რადგანაც გუნდში გადაჭარბებული რაოდენობით ფეხბურთელები გვყავს. ეს კი გუნდს უმართავს ხდის. ამჟამად არსენალში 33 ფეხბურთელი ირიცხება. დამეთანხმებით, ეს ძალიან ბევრია,“-აღნიშნა ვენგერმა.