ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პაუერლიფტინგში ანდრეი დრაჩევი ხაბაროვსკში ცემით მოკლეს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ კაფეში მოხდა. სპორტსმენს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდასთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელსაც მეგობრები მიეშველნენ. ახალგაზრდები დრაჩევს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასიკვდოლოდ ნაცემი სპორტსმენი საავადმყოფოში გარდაიცვალა.