მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ცინცინატის ტურნირზე წარუმატებლად გამოსვლის მიზეზს ვერ ხსნის.
„ეს ტურნირი ძალიან მომწონს. წლიდან წლამდე ის უფრო და უფრო კარგი ხდება, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ ვერ ავიღე ჩემი რიტმი. აქ ძალიან გამიჭირდა ასპარეზობა, მაგრამ მომავალ წელს ისევ ვცდი,“-აცხადებს რაფაელ ნადალი.
ცინცინატის ტურნირს ნადალი წელს ნაადრევად გამოეთიშა. ¼ ფინალში ავსტრალიელ ნიკ კირიოსთან წააგო.