ლონდონის საფეხბურთო კლუბ ჩელსის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს იტალიური ტორინოს ფეხბურთელის, ანდრეა ბელოტის შეძენაზე უარი უთხრა. ბელოტის დიეგო კოსტა უნდა შეეცვალა, თუმცა აბრამოვიჩი მასში 100 მილიონი ევროს გადახდას არ დათანხმდა. კონტესა და კოსტას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფორვარდმა ღიად განაცხადა, რომ მწვრთნელს არაპროფესიონალ და უქარიზმო ადამიანად მიიჩნევს და პატივს არ სცემს.