აფრიკის ყველაზე მდიდარ ადამიანს, ნიგერიელ მეწარმეს, ალიკო დანგოტეს ლონდონის „არსენალის“ შეძენა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის გაშვება სურს. ამის შესახებ მან სააგენტო „ბლუმბერგს“ განუცხადა.
„მალე ნიგერიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დავასრულებ და მთლიანად „არსენალზე“ გადავერთვები. მე ამ კლუბს ყოველთვის ვგულშემატკივრობ, მაშინაც კი, როცა ცუდ შედეგს აჩვენებს. „არსენალი“ უფრო მეტს შეძლებს, თუ ამ კლუბის მეპატრონე მე გავხდები,“_აღნიშნა ბიზნესმენმა.