დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება.
ცვლილებების თანახმად, დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე გაფრთხილება მოხდება, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე - 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40ც დეციბალს.