კრიშტიანო რონალდუ მადრიდის რეალს მომდევნო ხუთ ტამაშში ვეღარ დაეხმარება.
ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ პორტუგალიელს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი ესპანეთის სუპერტასის პირველ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი გახდა.
რონალდუს მსაჯმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პორტუგალიელმა რეფერის ზურგში უბიძგა. შეხვედრა სამეფო კლუბის გამარჯვებით დასრულდა. რეალმა ბარსელონა 3:1 დაამარცხა.