რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ცინცინატის ტურნირს გამოეთიშა. ამის მიზეზი ფეხის ტრავმა გახდა. შარაპოვა ლატვიის წარმომადგენელს, ელენა ოსტაპენკოს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ტურნირის გაგრძელებაზე უარი თქვა. ტრავმის გამო ჩოგბურთელმა ტორონტოს ტურნირიც გამოტოვა, მაისში კი იმავე მიზეზით რომის ტურნირში მონაწილეობაზე თქვა უარი.