რაფაელ ნადალმა მონრეალის ტურნირზე მოულოდნელი მარცხი განიცადა. 18 წლის კანადელ დენის შაპოვალოვთან ესპანელმა 6:3, 4:6, 6:7 წააგო. შეხვედრა 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. შაპოვალოვი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 143-ე ადგილს იკავებს, ნადალი კი მსოფლიოს მეორე ჩოგანია.