დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე კეიპტაუნში, მიმდინარე მუნდიალის 1-ელი ნახევრაფინაულური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრას უზბეკი მსაჯი, რავშან ირმატოვი განსჯის.
საკადრო პრობლემები აქვს ორივე ნაკრებს. დისკვალიფიკაციის გამო სამხრეთ ამერიკელებს მარცხენა, მცველი ფუჩილე და თავდამსხმელი ლუის სუარესი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ჰოლანდიელები იგივე მიზეზის გამო ვან დერ ვილსა და დე იონგს ვერ გამოიყენებენ.
ურუგვაის და ჰოლანდიას ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ უთმაშიათ, აქედან 3-ჯერ სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს, ხოლო ერთხელ ჰოლანდიელებმა.
როგორც ცნობილია, დღეს გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს.