ფრანგული საფეხბურთო კლუბის, მონაკოს თავდამსხმელი კილიან მბაოპე პარი სენ ჟერმენში გადავიდა. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Marca იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოსა და პარი სენ ჟერმენს შორის შეტანხმება უკვე შედგა. ტრანსფერი პარიზულ კლუბს სავარაუდოდ 180 მილიონი ევრო დაუჯდა.