"ედისი-ცხინვალის" წყალსადენის დამბაზე მომხდარი ავარიის შედეგად უწყლოს დარჩენილი ცხინვალისთვის წყლის მიწოდება ხვალისთვის აღდგება. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჯავის რაიონის სოფელ ბუზალაში ავარია დღეს მოხდა, რის შედეგადაც ცხინვალი უწყლოდ დარჩა.
"მილების გაცვეთისა და ძლიერი წნევის შედეგად "ედისი-ცხინვალის" წყალსადენის დამბაზე მილი გასკდა, რის შედეგად ცხინვალი უწყლოდ დარჩა. ცხინვალის წყალსადენის სამუშაო ბრიგადები ავარიის ადგილზე გაემგზავრნენ და ამჟამად სამუშაოს აწარმოებენ, ხოლო წყლის მიწოდება ხვალინდელი დღისთვის აღდგება", _ აცხადებს ცხინვალის ე. წ. მერი რობერტ გულიევი.