ევრობასკეტის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის წინ ეს იქნება ნაკრების ბოლო მატჩები თბილისში, რის შემდეგაც ჩვენი ეროვნული გუნდი საბერძნეთში, შემდეგ კი ისრაელში, ევრობასკეტზე გაემგზავრება.
10 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში (კოსტავასქ.75)) გაიმართება ნაკრების ვარჯიში.
საქართველოს ნაკრებმა ლიტვის ტურნირი მოიგო და სამშობლოში 7 აგვისტოს დაბრუნდა. გუნდს თბილისში დახვდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ნაკრებთან 8 აგვისტოდან ვარჯიშობს. თბილისის მერიის თასზე ჩვენს ეროვნულ გუნდს სერიოზული ტესტი ელის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან.
მერიის მერიის თასის ფარგლებში საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული გუნდები 2 მატჩს გამართავენ - 11 და 13 აგვისტოს. ამ თამაშებში მოგებების და, თუ საჭირო გახდა, ბურთების შეფარდებით გაირკვევა გამარჯვებული გუნდის ვინაობა, რომელსაც თბილისის მერიის თასი გადაეცემა.
მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში (კოსტავას ქ.75) 11 და 13 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება და მათზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალი იქნება.