ევროპის სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ გახდა. ზიდანის გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო სუპერთასი. მანამდე ამის გაკეთება „მილანმა“ შეძლო. ანგარიში კაზემირომ გახსნა, მეორე ბურთი კი ინგლისელთა კარში ისკომ შეაგდო. მანჩესტერმა ლუკაკუს გოლით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ვეღარ გაათანაბრეს.