საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ვებგვერდ 1tv.ge-ზე სავარაუდოდ ჰაკერული შეტევა განხორციელდა, - 1tv.ge - ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათია, საიტზე სხვადასხვა სახის რეკლამა ჩნდება.
საიტის ტექნიკური სამსახურის განმარტებით, არ არის გამორიცხული, საიტზე ჰაკერულ შეტევას ქონდეს ადგილი.
ამ დროისთვის მომხდარის მიზეზების დადგენასა და პრობლემის აღმოფხვრაში ჩართულია ამერიკული კომპანია („ტულიქსი“), რომელიც სერვერის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.